|
2023-07-18 09:07:44, 1298 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - თუ კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები, მსოფლიომ უნდა აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია
უკრაინის პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება მაქსიმალურად მკაფიო - არავის აქვს უფლება, გაანადგუროს რომელიმე ერის სასურსათო უსაფრთხოება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, აღნიშნული შეთანხმების გაგრძელების ინიციატივით, თურქეთსა და გაეროს უკვე მიმართა. "თუ სადღაც კრემლში ჰგონიათ, რომ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, იქნება თუ არა სუფრაზე საკვები სხვადასხვა ქვეყანაში - ეგვიპტეში, სუდანში, იემენში, ბანგლადეშში, ჩინეთში, ინდოეთში, თურქეთსა თუ ინდონეზიაში, მაშინ მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ შანტაჟი დაუშვებელია... გასულ წელს, მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, თურქეთსა და გაეროსთან ერთად, გავაფორმეთ "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება", რომლის შედეგებიც შთამბეჭდავია - თითქმის 33 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია ექსპორტირებულია 45 ქვეყანაში. პროდუქციის 60% წავიდა აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, კერძოდ, ეს არის ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, კენია, ეთიოპია, სომალი, სუდანი. ასევე, პროდუქცია გაიგზავნა ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ინდონეზიაში, პაკისტანში ერაყში, ლიბანსა და იემენში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - საკვების ექსპორტი საშუალებას გვაძლევს, გადავარჩინოთ სიცოცხლე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იემენი და სომალი. სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ ყველას აქვს სიცოცხლის უფლება! ყველას აქვს სტაბილურობის უფლება. აფრიკას აქვს სტაბილურობის უფლება; აზიას აქვს სტაბილურობის უფლება; ევროპას აქვს სტაბილურობის სრული უფლება. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე. მე გავუგზავნე ოფიციალური წერილები თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანსა და გაეროს გენერალურ მდივანს, გუტერეშს წინადადებით, გაგრძელდეს "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა" ან მისი ანალოგი სამმხრივ ფორმატში - როგორც ეს უკეთესი იქნება. უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შეუძლიათ, ერთობლივად უზრუნველყონ დერეფნის ფუნქციონირება და გემების ინსპექტირება. ეს აუცილებელია ყველასთვის მთელ მსოფლიოში და ყველა, ვინც ამ ინიციატივას მხარს უჭერს, გახდება სიცოცხლის მხსნელი უზარმაზარ ტერიტორიაზე მაროკოდან ჩინეთამდე, ინდონეზიიდან ლიბანამდე“,- ამბობს ზელენსკი. ცნობისთვის, გუშინ, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)