2023-07-17 17:54:26, 1006 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი ღარიბაშვილს - ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი უკრაინასა და ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
ევროდეპუტატი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას აქვეყნებს.
"ეს არის პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება. ბევრი უნდა ისწავლო და ნაკლები იოცნებო",- წერს აუსტრევიჩუსი Twitter-ზე.
ცნობისთვის, 15 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა?"
ავტორი: ექსპრესნიუსი,