20:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 12:47:03, 835 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ჩვენ დავაწესეთ სანქციები - იმედი გვაქვს, რომ ყველა, ვისაც EU-ში გაწევრიანება სურს, ამავე მიდგომას გამოიყენებს

ჩვენ დავაწესეთ სანქციები - იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამოაზრეები და ისინი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ამავე მიდგომას გამოიყენებენ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რუსეთმა აგრესიისთვის "მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს".

"ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ევროკავშირის პოზიცია რუსეთთან კონტაქტებთან და რეისების განახლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხებათ ტურისტებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გაუმართლებელი აგრესიის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეზღუდა კონტაქტები რუსეთის მოქალაქეებთან. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთადერთი გზა ამ ომის შეჩერებისა არის რუსეთზე ზეწოლის განხორციელება. რუსეთმა მძიმე ფასი უნდა გადაიხადოს ამ აგრესიისთვის და სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები, სწორედ ამიტომ არის უფრო რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩვენი თანამოაზრეები და ისინი, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ამავე მიდგომას გამოიყენებენ",- ამბობს ევროკავშირის ელჩი.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება.

აღნიშნულ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და განმარტავს, რომ "ტენდერი გამოცხადებულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 11-კმ-იანი მონაკვეთის (კმ17-კმ28, თბილისი-ნატახტარი) მოდერნიზაცია-მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და პროექტის მოსამზადებლად".

უწყების ცნობით, "თბილისი-ნატახტარის მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ სწორედ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და რუსეთთან დამაკავშირებელ გზას არ წარმოადგენს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics