|
2023-07-17 11:07:24, 762 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა გაეწევა
იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მიხეილ სააკაშვილს გაეწევა შესაბამისი მკურნალობა,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, პოლონელი ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში "დაუყოვნებლივ და ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუშვეს". "მე მოხარული ვარ, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცათ. ძალიან კარგია, რომ მათ რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან და ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეხვედროდნენ კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლებს. ამ ყველაფერს დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ისინი დაუყოვნებლივ და ყოველგვარი გართულებების გარეშე შეუშვეს კლინიკაში. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მიხეილ სააკაშვილს გაეწევა შესაბამისი მკურნალობა",- განაცხადა ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)