20:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 11:05:33, 787 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს საგარეო უწყება დატოვა

პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიუშ პიეტრ ჟაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა.

დიპლომატს საგარეო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი დიპლომატიურ უწყებაში კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

როგორც ცნობილია, სამინისტროში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

ცნობისთვის, 14 ივლისს სპეციალურმა  პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

აღნიშნულის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგარეო უწყებას მოუწოდა, რომ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე საელჩოს პოზიცია მოესმინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics