|
2023-07-15 13:10:50, 1156 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე პოლონელ ექიმზე - რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, ეს კანონდარღვევა არ არის
რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, ეს არაფერი კანონდარღვევა არ არის,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა. ბარამიძის განცხადებით, თუ პოლონელმა ექიმმა რაღაცის ფარულად გამოტანა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ექიმთა ჯგუფს ხელისუფლების მიმართ ნდობა არ აქვს. „საერთოდ გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა - იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში, ეს რა პრობლემაა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მათ შეეძლოთ ნებისმიერ რამ, რაც არის დაკავშირებული პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, გაეტანათ. რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, ეს არაფერი კანონდარღვევა არ არის და ამისთვის გამოვარდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანს რაღაც წინდაში ჩადებული, არის უბრალოდ სამარცხვინო ამბავი და რაღაც პროვოკაციაზე საუბრობს, რა არის აქ პროვოკაციული? რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა? რისი პროვოცირების გამო აკეთებდა ამას? თვითონ ამბობენ, რომ რაღაცის ნიმუშიაო და იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა? ვინმემ რამე გამოიკვლია? რა იყო? რატომ ედო? რა ქაღალდი ედო ამ ადამიანს წინდაში? იქნებ რამე მისი პარადი ნივთია, ვინმემ ეს გამოიძია? შეისწავლა? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და საზოგადოებას ეუბნები სისულელეს, ამ ადამიანს არაფერი არ დაურღვევია, არანაირი კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დაჭირდა კითხონ და უპასუხებენ, მე არ ვიცი, ცხადია. წინასწარ მოწოდებულ დასკვნებზე რომ რეაგირებთ და ეს ადამიანი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჰქვია, გამოხტება და ყველანაირი შესწავლის გარეშე გამოხტება და ამას ლაპარაკობს. არც პროცედურა დაურღვევია ამ ადამიანს, არც კანონი და საერთოდ არაფერი არ დაურღვევია. სჯობს იმაზე ისაუბრონ, თვეების განმავლობაში პოლონელ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს რომ აიძულებდნენ, რომ საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონებათ არაკვალიფიცირებული ექიმები იყვნენ. ეს მათი პრობლემაა, რომ ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიდნენ. როდესაც ადამიანი უმაღლესი კვალიფიკაციის არის ევროკავშირში, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ, საქართველოში მას კვალიფიკაციას უწუნებს ვინმე? ოთხი თვე აწვალეს ეს ადამიანები სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების გამო, რომ შეუშვებენ თუ არა. ოფიციალურ დონეზე უთხრეს, რომ შეუშვებდნენ და შემდეგ რაღაც ბარიერებს უქმნიდნენ, სჯობს ამაზე ისაუბრონ და არა იმაზე, რომ თითქოს ამ ადამიანმა რამე დააშავა, თითქოს ამ ადამიანმა რამე პრობლემა შექმნა, მათ რაც უნდოდათ გააკეთეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში - გააკეთეს, ნიმუშებიც აიღეს და ა.შ. თუკი, ეს ადამიანი, დავუშვათ და რამეს მალავდა, ეს კიდევ უფრო საგანგაშო არის, მაშინ ამ ადამიანებს არ აქვთ ნდობა ამ ხელისუფლების და რაღაცის ფარულად გამოტანა მაინც გადაწყვიტა, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, ეს არის იგივე პუტინის რეჟიმის გაგრძელება და ე.ი. მის მიმართ არ აქვთ ნდობა. ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან - თუ კი ვიღაცამ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რამე ჩუმად გამოიტანა, მით უმეტეს, როცა მათ შეეძლოთ ოფიციალურად გამოეტანათ ნებართვით და არც არავინ არ იცის რა ფურცელს წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)