|
2023-07-14 20:21:51, 714 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი სააკაშვილზე - ენმ-ში მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, ის პროპაგანდისტული ხაზი კი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა
ევროპარლამენტარების მიმართვას რაც შეეხება, გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ მათთვის მოულოდნელი რამ მოხდა. სააკაშვილმა მოულოდნელად, შეუთანხმებლად მიატოვა ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მიწერილი - ეს იყო ავადმყოფის, მომაკვდავის, მოწამლული ადამიანის როლი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში გადაიყვანონ. ვიცე-სპიკერის შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა არ სჭირდებათ, ხოლო "ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა“. „რასაკვირველია, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, აქ სხვა თემებზეა საუბარი, ხოლო ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა, რომ საქართველოს სახელმწიფო დახატულ იქნეს, როგორც ურჩხული, ვინც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს ის პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დეპუტატების განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“,- აღნიშნა ვოლსკიმ. მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარების წერილი იგივე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, იმ გამონაკლისის გარდა, რომ „სააკაშვილი აღარ არის ავად, აღარ სჭირს დემენცია, დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი“. „კოლექტიური წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაკეთეს, სწორედ ერთი და იგივე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის. უბრალოდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება და უფრო მეტიც, მან უარი თქვა თავისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო პოლიტიკური სტრატეგიის მძევალი, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. იგი გამოიჭრა, როგორც "ქვინის" ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა და მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი არის სარეცელზე, სადაც მან უნდა ითამაშოს მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა საქართველოს სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მოაყენოს. მისი პოლიტიკური ლიდერობა დღეს არავის სჭირდება. უკრაინის რადა განცხადებას აკეთებს იგივე კონტექსტში, რასაკვირველია, მისი მოქალაქე გათვალისწინებულია, მაგრამ უკრაინის მოქალაქე იყო მაშინაც, როცა უკანონოდ კვეთდა საზღვარს და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ დაარღვია და უკრაინის კანონებიც, გარდა იმ კანონებისა, რომლის გამოც არის ის ბრალდებული ძალიან სერიოზული დანაშაულების გამო“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)