22:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 17:16:50, 873 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ - ქვის სროლა მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება იყო

რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, შეშინდნენ,-  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ქვის სროლა მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება იყო". 

“ასე იცის ბევრმა ბაქი-ბუქმა. ეს რუსი "კაგებეშნიკის" ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. თუ ვინმე დასაკითხი და დასაკავებელი არის, მათ ენაზე რომ ვთქვა, ესაა ნაგლი კობახიძე, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი.

დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია, რაღაცნაირად შეშინდნენ. მარტვილშიც ჩავატარებთ შეხვედრას, იმერეთშიც, დედაქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში. ცხადია, ეს ასე იქნება. ეს ქვის სროლები იყო მოკლემეტრაჟიანი რუსული ოცნება, რომ ვინმე შეშინდებოდა და თურმე მოსახლეობას აღარ შევხვდებოდით. სხვათა შორის მოგვიწია ბანერის გაკეთება, რომ ქვის სროლით პენსიები არ იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ 60 წლამდე დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მეორე, ის სესხები, რომლებიც აქვს 358 ათას პენსიონერს, უნდა გაუნულდეთ. ყველა ქალაქში ჩავალთ, ყველა მუნიციპალიტეტში, დავპირდებით მოსახლეობას, რუსულ პარტიას გავაცილებთ პოლიტიკური ველიდან და აუცილებლად შევასრულებთ მერე ამ დაპირებებს",- ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 14 ივლისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი - უფრო კარგად გამოჩნდება აგენტურის სახე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics