21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 15:24:19, 808 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან

პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას; ვნახეთ უკრაინის რადას განცხადება; ასევე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს - პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძენებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "საქართველოს ინტერესები პირად ბოღმას არ უნდა გადააყოლოს".

“პუტინთან მებრძოლი უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი ითხოვს უკრაინის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას; ვნახეთ უკრაინის რადის განცხადება; ჩვენ მანამდე ვნახეთ ევროპარლამენტარების მიმართვა, რომელსაც 44 ევროპარლამენტარი აწერს ხელს; ვნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება; გვინახავს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის, პროდასავლელი ლიდერების განცხადებები პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენასთან.

თუ ხელისუფლებას რამე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, პირად ბოღმას ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან.

კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე”,- ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

მანამდე, 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics