21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 12:29:09, 758 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სააკაშვილთან დაკავშირებული მოწოდების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოწოდების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან,- აღნიშნულის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების კარნახით იმოქმედებს.

"ამ მოწოდების ავტორები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები. თქვენ გახსოვთ 600 დღის განმავლობაში, სააკაშვილი ყოელდღე კვდებოდა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, აღარ კვდებოდეს ყოველდღე, თუმცა რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზულია და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მხოლოდ აბსურდი, არამედ უბრალოდ სამარცხვინოა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიზანი - პოლარიზაციის გაღვივება, ქვეყანაში არეულობის შემოტანა, "მეორე ფრონტი". ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რა დავუშვებთ. ჩვენი მიზანი საპირისპიროა - ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია, ქვეყნის არევა და ჩვენ გვინდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ, არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების კარნახით",- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics