21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 17:45:35, 757 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილზე - ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და საკვების მიღებაზე უარის თქმის გამო, შესაბამისი სასჯელისგან მას არავინ გაათავისუფლებს.  

კალაძის თქმით, "მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე".

„მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და იმავეს გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე იყო დადგმული. ეს შემდეგ გაგრძელდა იმ პიარკამპანიით, რასაც ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში. მიშა დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო - ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან.

ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც პასუხისგება უწევს. ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან. მე, რა თქმა უნდა, არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება. პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა, გარემოცვამ უნდა იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე შესაბამისი კალორაჟითა და საკვებით. ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველა ადამიანის უფლების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics