14:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 11:26:21, 923 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე პოლონელ ექიმებზე - ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს სრულად დაეთანხმნენ

ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ყველა პარამეტრი სტაბილურია.

"გუშინ ჩვენს კლინიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები - ეს იყო ექიმი-ნეიროქირურგი, ტოქსიკოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი. მე და ჩემი კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, კოლეგიალური შეხვედრა იყო, საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მდგომარეობა, ჩატარებული კვლევები. კოლეგიალური შეხვედრა იყო განსხვავებით წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ, ქართველ ექსპერტებსაც ჩვენი კლინიკის ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე, ალბათ, თვითონ გააკეთებენ განცხადებას.

რაც მოგვცეს რეკომენდაციები, ჩვენ ეს გათვალისწინებული გვქონდა, მაგრამ პაციენტი უარს აცხადებდა ჩატარებაზე.

მომატებულია წონაში და ეს ჩვენ გვახარებს. წონაში მატება სადმე გადაყვანაზე არაფერს ნიშნავს. საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუმცა ყველა პარამეტრი სტაბილურია",- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ცნობისთვის, პოლონელი მედიკოსები კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გუშინ, 12 ივლისს შევიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics