|
2023-07-12 19:48:25, 829 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი და დღემდე ჯიუტად იმეორებენ რომ ეს არის რუსული კანონი
არც ერთი ოპოზიციონერი დარბაზში აღარ არის. ხალხი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დანაშაულს აბრალებდა, დღეს სხვანაირად ლაპარაკობს სხვის მიმართ და შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ მსოფლიო ტრენდია სამწუხაროდ დღეს, რომ საბრძოლველია “ფეიკთან”, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ გაიხსენა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც „რუსული კანონი“ დაარქვეს, სინამდვილეში კი, მისი თქმით, შიდა და გარე აქტორებმა სწორედ რუსული მეთოდებით გაავრცელეს ამერიკული კანონის შესახებ დეზინფორმაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ საქართველოს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებაში. „ჩვენ ვართ მოცემულობაში, სადაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მართავს ქვეყანას, თარგმნა ამერიკული კანონი, დააინიცირა და სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისხმევის შედეგად, მას დაარქვეს რუსული კანონი და დღემდე ჯიუტად იმეორებენ, რომ ეს არის რუსული კანონი. რეალურად, ეს არის საუკუნის აფიორა და რუსული „ფეიკი“. ერთი-ერთში, რუსული საშუალებები როგორც ავრცელებენ, იმ დეზინფორმაციის მეთოდებით, უნდა გაიმეორო ათიათასჯერ რაღაც სიტყვა და იმას დააჯერებ საზოგადოებას და ბულინგის ქვეშ უნდა ამყოფონ ქართული საზოგადოება - წარმოუდგენელია. სიმართლე არის ერთი, რომ საქართველო დღეს ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ეს კოდექსი ამაში ხელს შეუწყობს და წინ წაგვიყვანს კიდევ უფრო. საქართველო დღეს არის დემოკრატიული, როგორც არასდროს და საქართველოს დღეს, არათუ რუსული კანონის, ქვეყნის დამაზიანებელი კანონის მიღების მცდელობებიც არ აქვს. სამწუხაროდ, დაფასებაც ცოტა ნაკლები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, გაიმარჯვებს ქვეყანა.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. წლებია მიდის მუშაობა იმაზე, რომ ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება გაარუსონ. ისინი კადრებენ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის არჩევანს, რომ დაუძახონ რუსული და საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან დაახლოებულ ხელისუფლებას - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, პირიქით, დასტურდება, რომ ისინი [რადიკალური ოპოზიცია] მთელი თავისი პოლიტიკური ე.წ. „მოღვაწეობის“ პერიოდში აკეთებდნენ რუსულ საქმეს ხან ირიბად, ხან შეფარვით, ხან სხვისი დავალებით, ხან პირდაპირ ჩრდილოეთის, ხან სხვა მიმართულებიდან წამოსული დავალებებით და საბოლოოდ საქმე მაინც რუსული გამოდიოდა, როგორი მიმართულებიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დავალებები. „მაგალითად, ისინი კადრულობენ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ დააბრალეთ ქართულ ჯარს ომის დაწყება. დღესაც მოხდა ეს, ამ დროს მათ ხელი აქვთ მოწერილი მოცემულობაზე, რომლიც მიხედვითაც ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და ომის დანაშაული ჩაიდინეს. ამის შესაძლებლობა დაუშვეს, ამას მოაწერეს ხელი. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უზრუნველყო, რომ მათგან გადამალული ისკანდერის ნაწილებიც კი წლების შემდეგ მოეძიებინა და მოეგო პროცესები როგორც სტრასბურგში, ისე სასამართლოში და იურიდიული საფუძველი პირველად გაჩენილიყო, რომ ოკუპაციის თანმდევი შედეგები გაგვეპროტესტებინა უკვე სამართლებრივად გამყარებული საფუძვლით“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)