|
2023-07-12 15:38:04, 1043 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - უკრაინა დღეს იმაზე ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე
უკრაინა დღეს იმაზე ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსის სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები ნატო-უკრაინის დაახლოებისთვის სამპუნქტიან პაკეტზე შეთანხმდნენ. ნატოს ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული პაკეტი მრავალწლიან პრაქტიკულ დახმარებას, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნასა და წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის გაუქმებას გულისხმობს. "როდესაც პუტინი გასულ წელს შეიჭრა უკრაინაში, მან ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის სიმამაცე, უკრაინული ძალების სიძლიერე და უკრაინის ხელისუფლების სიმტკიცე, მაგრამ მან ასევე ვერ შეაფასა ნატოს ალიანსის ერთიანობა. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას რამდენიც ხანიც საჭირო იქნება. გასული წლის განმავლობაში ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მილიარდობით დოლარის დახმარება გაუწიეს უკრაინას, ახლა კი შევთანხმდით სამპუნქტიან პაკეტზე, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ნატოსთან. ეს არის მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარება, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნა, კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება და წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის გაუქმება. მრავალწლიანი პრაქტიკული დახმარების მიზანია, უკრაინის გადასვლა საბჭოთა სისტემიდან ნატოს სტანდარტებზე, რაც უკრაინული და ნატოს ძალების სრულ ურთიერთქმედებას გახდის შესაძლებელს. უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ეს არის ფორუმი, რომელშიც უკრაინა და ნატოს მოკავშირეები ერთმანეთს შეხვდებიან როგორც თანასწორები, გამართავენ კონსულტაციებს და ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკრაინა ახლა იმაზე უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. წევრობის სამოქმედო გეგმის პუნქტის ამოღებით უკრაინის გზა ნატოსკენ შემცირდა და გახდა ერთეტაპიანი. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა მიიღებს მოწვევას ალიანსში, როდესაც პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ჰქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა ისტორია არ განმეორდეს. ამიტომ, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ნატოს წევრების უმრავლესობა გრძელვადიან დახმარებას უწევს უკრაინას უსაფრთხოების სფეროში. ეს შეაკავებს რუსეთის მომდევნო აგრესიას, როდესაც ომი დასრულდება. ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებები არის ახალი თავის დასაწყისი ნატოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც თანასწორები და მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც შევხვდებით როგორც მოკავშირეები",- თქვა სტოლტენბერგმა.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)