14:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 14:45:56, 828 ნახვა

საზოგადოება
ხმალაძე - უკვე დადგენილია, რომ წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა, დანარჩენს გამოძიება დაადგენს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და ყველა გარემოებას დაადგენენ სამართალდამცავი ორგანოები. მან მიმართა საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ქსელზე უკანონო დაერთებისგან.

„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ მომხდართან დაკავშირებით. არ მაქვს სურვილი, გავასწრო მოვლენებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალოვანი უწყებები ამ გარემოებებს იკვლევენ. დადგინდება ყველა  საჭირო გარემოება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. არ მინდა, ჩემი განცხადებებით ზედმეტი ინფორმაცია გავცე, ან ხელი შევუშალო საგამოძიებო პროცესებს. რაც ნიშანდობლივია - უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, ყველა ადამიანს მივმართო, ვისაც მსგავსი რამ განზრახული აქვს - უკანონოდ შეჭრა ქსელზე, ეს არის დენთან თამაში და არაფრით შეიძლება. ეს არის ერთადერთი, რაც ვიცი, რაც მიზეზობრივ კავშირშია მომხდარ ტრაგედიასთან. ჩემი აზრით, ეს, ასევე, გადის იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ეს უკანონო ქმედება ჩაიდინეს. გასწია თუ არა ვინმემ ამის სათანადო მონიტორინგი და ვის ევალებოდა ეს, ამაზე პასუხი საგამოძიებო პროცესმა უნდა გასცეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics