22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 14:15:49, 770 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო „მშრალზე“ დარჩა

უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს.

როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შეეძლო, უკრაინის მსგავსად,  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა მიეღო. 

"გუშინ ვილნიუსში საქართველო უკრაინას ჩამოაშორეს, არადა საქართველოს შეეძლო მიეღო ის, რაც მიიღო უკრაინამ, კერძოდ, ნატოში გაწევრიანების გამარტივებული პროცედურა. 

საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ყოველგვარი ომის გარეშე, ბევრად შეეძლო უფრო დაცული და შემდგომი რუსული აგრესიისგან დაზღვეული ყოფილიყო.

საქართველომ არა მხოლოდ ვერაფერი მიიღო, არამედ გაჩნდა ჩანაწერი, რომ საჭიროა, რეფორმებში პროგრესი, რაც დიპლომატიური ენიდან ითარგმნება ისე, რომ სიტუაცია არის მძიმე. 

ფაქტია, რომ უკრაინა რამდენიმე თვეში გახდება ნატოს წევრი, ხოლო საქართველო დარჩა “მშრალზე” და ძალიან საშიშ ზონაში.

გუშინდელი დღის შემდეგ თითოეული ქართველი უფრო დაუცველია და თუ თვითონ ქართველებმა არ შეცვალეს ვითარება, ქვეყნის არსებობა საფრთხეშია",- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 11 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის სამიტის პირველი დღის შედეგების შემდეგ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის  MAP-ი (ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა) გააუქმონ.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი, ნატო "ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics