15:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 13:32:18, 911 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - იმედია, გაირკვევა ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო

პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი, მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა.

მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა.

"ღვთის შეწევნით, კარგად ვარ... ზუსტად რთულია თქმა, მაგრამ იმედია, რომ გაირკვევა ეს ყოფითი რაღაც მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო",- უთხრა მეუფე შიომ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.

6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics