22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 01:50:51, 857 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციაზე - მაშინაც კი, როდესაც უნდა გვაერთიანებდეს საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე

არ მგონია, დღეს ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი განწყობები, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს წარმატებას. მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს არ არის ქვეყნის წარმატება, ეს არის ხელისუფლების წარმატება და აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ რაიმე წარმატება სახელმწიფომ მიითვალოს, ეს  არის არასწორი და დესტრუქციული მიდგომა საკუთარი სახელმწიფოს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებულ განწყობებზე  საუბრისას. 

მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ გვაერთიანებდეს ერთი საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. 

მისივე თქმით,  საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს უსაფრთხოების სექტორში როგორც  კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამიტომ, კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს.

„არ მგონია, დღეს ოპოზიციაში არსებობდეს ისეთი განწყობები, რომელიც გულშემატკივრობს საქართველოს წარმატებას. მათ წარმოუდგენიათ, რომ ეს არ არის ქვეყნის წარმატება, ეს არის ხელისუფლების წარმატება და აქედან გამომდინარე, მათ არ უნდათ რაიმე წარმატება სახელმწიფომ მიითვალოს, ეს  არის არასწორი და დესტრუქციული მიდგომა საკუთარი სახელმწიფოს და არა პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ. ეს არის სამწუხარო პრობლემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოადგენს, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ თანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების სექტორში როგორც ჩვენს კონკრეტულ პარტნიორ სახელმწიფოებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამიტომ, იქ კითხვის მიშნები ნამდვილად არ არსებობს“,  - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 
მისივე თქმით, საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი თანამონაწილეობით, რომ  ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა საკუთარი თანამონაწილეობით, გამბედაობით, ჩვენი ფასდაუდებელი და ღირსეული თავგანწირვის ფონზე ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან, რომ  არის მართლაც მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და  ყავს აბსოლუტურად თავსებადი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სპეკულაციის საფუძველს, თუმცა, ეს უკვე ჩვევაა, ეს უკვე ობიექტური რეალობაა,  როდესაც არ არსებობს თემა და საკითხი, რაზეც ოპოზიციას არ აქვს დესტრუქციული პოზიცია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ გვაერთიანებდეს ერთი საერთო დიდი მიზანი, ისინი ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, რათა გადალახონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics