2023-07-11 15:20:18, 1753 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
გერმანია უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დახმარების პაკეტში შედის:
- საჰაერო თავდაცვის სისტემები
- ჭურვები
- თვითმფრინავები
- ტყვიები და ვაზნები
- ორი "პატრიოტის" ტიპის გამშვები
- 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა
- 25 Leopard 1 A5 ტიპის ტანკი
- 5 Bergepanzer 2-ი.
გამოცემის ცნობით, გერმანია უკრაინაში LUNA-ს სადაზვერვო დრონის სისტემასაც გაგზავნის.
"ამით ჩვენ გვსურს, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში",- განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,