07:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 14:20:19, 621 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლელა ჩიქოვანმა არნოლდ კამელს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. 

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციას, ძალისხმევასა და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არნოლდ კამელი თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლაში (DIBS) „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა და ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics