|
2023-07-11 13:53:29, 924 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი - საქართველო თავსებადია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - გადაწყვეტილება ნატოს ხელმძღვანელობაზეა
არსად ჩატარებულა ნატოს არაწევრ ქვეყანაში იმდენი წვრთნა, რაც ჩატარდა საქართველოში, მათ შორის, სამხედრო კომიტეტის სხდომები, რაც უპრეცედენტო იყო - ჩატარდა ბრიუსელშიც და საქართველოშიც. ამიტომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო თავსებადია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ახლა გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს ის, არის ნატოს ხელმძღვანელობაზე. საქართველო ამ მხრივ პირნათელია, - ამის შესახებ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტების მონაცემებით, "კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ნატოს წევრ 16 ქვეყანა უსწრებს, კანონის უზენაესობის ინდექსით - ნატოს ოთხ ქვეყანას, გამჭვირვალობის ინდექსით - ნატოს წევრ 17 ქვეყანას, ინტერნეტის თავისუფლებით - 6 ქვეყანას, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით - ნატოს წევრ 15 ქვეყანას, ბიუჯეტის გამჭვირვალობით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ". „ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მონაწილეობა გვაქვს მიღებული, აბსოლუტურ რაოდენობაში კი, მეოთხე ადგილზე ვართ შეერთებული შტატების, გერმანიის და იტალიის შემდე. ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს ამის შესახებ თავის გამოსვლაში არ უსაუბრია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოება იტყვის, რომ არის ოპოზიცია, რომელსაც არ სურს არც კანდიდატის სტატუსი და არც საქართველოს ნატოში გაწევრიანება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)