|
2023-07-11 12:45:17, 876 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - რომ არა ბუქარესტის სამიტი და შეერთებულ შტატებთან ჩვენი დიდი მეგობრობა, 20% დღეს დაკარგული არ იქნებოდა [ვიდეო]
რომ არა ბუქარესტის სამიტი და აშშ-სთან ჩვენი დიდი მეგობრობა, 20% დღეს დაკარგული არ იქნებოდა,- ამის შესახებ „ევროპული სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სანამ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის საკითხს გააქტიურებს, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს - "უღირს თუ არა ეს ძირძველი კუთხეების დაკარგვად". "დღეს იკრიბებიან ვილნიუსში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს რუსეთზე, უკრაინაის ნატოში მიღებაზე საუბარი არ არის და დაუშვებელია ეს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, გამოვიდოდა იგივე - მანამ, სანამ საქართველო რუსეთზე არ გაიმარჯვებს, მანამ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ იქნებოდა. ეს უკვე ნათლად ჩანს. ამიტომ, ჩვენ სანამ გავააქტიურებთ ამას, დავფიქრდეთ - გვიღირს ეს ძირძველი კუთხეების დაკარგვად, ქვეყნის დანგრევად ისე, როგორც ინგრევა სოფლები და ქალაქები უკრაინაში",- თქვა ინჯიამ. შეგახსენებთ, 11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)