16:38 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 13:42:34, 1268 ნახვა

ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მომსახურების ინფლაციის ნორმალიზება ჯერ კიდევ მხოლოდ მოლოდინია

ივნისის ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 0.6% შეადგინა. ასევე 3%-იან სამიზნეზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ფასების ყოველთიური ცვლილება. ამავდროულად, მომსახურების სფეროს ინფლაცია, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შიდა მოთხოვნიდან გამომდინარე ზეწოლას, კვლავ მაღალია.

 რა შეიძლება ითქვას ამ დინამიკიდან გამომდინარე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ? ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იკვეთება. საკუთრივ, ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სებ-ის ინტერვენციები კვლავ გაგრძლდება, ხოლო წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. ამ მხრივ, არგუმენტები სავალუტო რეზერვების შევსების გარდა, კვლავ ლარის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით გამყარება და ჯამურად სამიზნეზე დაბალი ინფლაციაა, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ივლისში 0.6%-დან კიდევ შემცირდება. თავისთავად, ეს ინფლაციის აღქმისა და მოლოდინების კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005857-weekly-update-from-the-chief-economist





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics