2023-07-10 10:38:56, 1630 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ორეხოვოზე საჰაერო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ორეხოვოს საცხოვრებელ ზონაში, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა, საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავჯდომარე იური მალაშკო ავრცელებს.
მალაშკოს თქმით, დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო 11 სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"რაშისტებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს ფრონტის ხაზზე, ორეხოვოში - საცხოვრებელ ზონაში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს მათ დაარტყეს მართვადი საჰაერო ბომბით.
ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი: 43, 45, 47 წლის ქალები და 47 წლის მამაკაცი",- წერს მალაშკო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,