00:20 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 10:11:39, 1018 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს

არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტელეკომპანიას უთხრა, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობის სისუსტე გამოავლინა.

„პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული. არის სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს",- ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა.

შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება".

მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics