07:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-09 12:50:16, 811 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენაში, კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდტთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ ქერისთან ერთად მიიღო.

დისკუსია კლიმატის ცვლილების დასაძლევად რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილებას არ აქვს საზღვრები, რეგიონული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) როლი ამ პროცესებში სასიცოცხლოდ აქტუალურია. საქართველო ეუთოს დიდი ხნის პარტნიორია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევების დაძლევაში. ეუთოს მხრიდან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მიმდინარე რეგიონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მდგრადობის გაძლიერებას კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ხანძრების რისკების შემცირების გზით. პროექტი ხელს შეუწყობს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს უკეთესი კოორდინაცია გაწიონ სატყეო, საგანგებო და სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურებს შორის, რაც გააძლიერებს ადგილობრივი თემების შესაძლებლობებს ხანძრების პრევენციის, მართვისა და რეაგირების მიმართულებებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. 

კონფერენციის ფარგლებში, განხილვის საგანი იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად კლიმატისა და გარემოს უსაფრთხოების კუთხით წარმოქმნილი გამოწვევები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics