23:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 18:15:16, 951 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი-მეტი თავისუფლება“ - პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ

ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ,- ასე ეხმაურება პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ აერთიანებს „სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ორკების არმია”.

"ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებას და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ.

ამ ქვეყანაში "ოცნება" აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ.

ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც. არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის.

მითუმეტეს, არავინ მათ არ დაშლის წყლით, გაზით და ხელკეტებით. "მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ"-საც კი არ ჩაურთავენ. რუსეთი თავის დასაყრდენ ტოტს არ მოჭრის. ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტრის ინტერესებშია. ეს სიბნელე მარტივად არ დასრულდება და სანამ ყველასთან დააკაკუნებს, უნდა გამოვფხიზლდეთ. რუსული ხელისუფლება უნდა მოვიცილოთ",- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონები და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი. მანამდე სამართალდამცველებსა და "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, რადგან სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს.

გუშინ, 7 ივლისს "თბილისი  პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდებოდა, ფესტივალი კი გაიმართებოდა კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნებოდა.

გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებოდნენ მობილიზებულები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics