08:40 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 15:08:50, 846 ნახვა

საზოგადოება
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიჭრნენ [ვიდეო]

"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონი და შეიჭრნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება იყო დაგეგმილი.

აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეები ღონისძიებისთვის გამზადებულ სცენას, სასცენო მოწყობილობას არბევენ და ინვენტარის ნაწილს წვავენ.

ადგილზე, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეების ერთმა ნაწილმა შეკრება დღეს, 12:00 საათისთვის ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაიწყო, შემდეგ კი, ლისის ტბისკენ მსვლელობა გამართა.

მათი განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდეს.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ივლისს "თბილისი  პრაიდმა" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დღეს, ქუჩის მსვლელობა არ ჩატარდება, ფესტივალი კი გაიმართება კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის და მას საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი ექნება.

გუშინვე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და აღნიშნა, რომ ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად, პოლიციის დანაყოფები ყველა საჭირო ლოკაციაზე იქნებიან მობილიზებულები.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics