04:57 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 13:22:42, 1417 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ლიმანი დაბომბეს - დაიღუპა 6 ადამიანი, ხოლო 5 დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ლიმანი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა.

"რუსული ტერორისტული ძალების მიერ ლიმანის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

დაახლოებით დილის 10 საათზე, რუსებმა ქალაქს რამდენიმე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. დაზიანებულია სახლი და მაღაზია", - წერს კირილენკო.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია მუშაობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics