19:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 23:52:25, 1180 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - ჩვენი თანამშრომლობა KIU-თან ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) თანამშრომლობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მის თქმით, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. ასევე, სტუდენტები ჩაერთვებიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. 

"ეს არის რეგიონში პირველი გადადგმული ნაბიჯი ქუთაისის აეროპორტისა და უნივერსიტეტის დაახლოების კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს უნდა ველოდოთ. აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კადრები რომლებიც ჩვენთან დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას არამხოლოდ მგზავრთნაკადის მხრივ, არამედ როგორც რეგიონის ეკონომიკურ მასტიმულირებელს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.  

თანამშრომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. პირველ რიგში კი თანამშრომლობა მოიცა კვალიფიციური კადრების მოზიდვას. 

UAG-ს და KIU-ს შორის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს. ღონისძიებას  KIU-ს სტუდენტები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ფონდი ,,ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი დაესწრნენ, რომელმაც ცერემონიის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ფონდი ქართუ აფინანსებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics