|
2023-07-07 15:56:12, 571 ნახვა
საზოგადოება
საქართველო, პირველად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა
საქართველო, 2 წლის ვადით (2023 წლის 7 ივლისიდან - 2025 წლის 30 ივნისამდე), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. "კონფერენცია რომში, 2023 წლის 1-7 ივლისს გაიმართა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭო შედგება ორგანიზაციის წევრი 49 სახელმწიფოსგან, რომელთა არჩევაც ორ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში ხდება. აღსანიშნავია, რომ საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე, ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)