|
2023-07-07 10:47:32, 814 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - საგარეო უწყება უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ელჩთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილება უსამართლო და არადიპლომატიურია. "ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური. საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. სხვათა შორის, ელჩმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, ის მოემგზავრება საქართველოში, ის სამინისტროში გააგრძელებს ელჩის რანგში მუშაობას თბილისიდან. საქართველოს საელჩო კიევში აგრძელებს მუშაობას, დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვფიქრობ საერთოდ კითხვები არ არსებობს, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ამიტომ არის უსაფუძვლო ეს [უკრაინის] გადაწყვეტილება",- განაცხადა დარჩიაშვილმა "იმედი LIVE-ის" ეთერში. შეგახსენებთ, 3 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. აღნიშნულის შემდეგ, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს. განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარაშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად. ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი გუშინ, 6 ივლისს დატოვა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)