2023-07-07 09:46:57, 1301 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 2 ადამიანი
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ლისაკი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ღამით რეგიონს 6 "შაჰიდის" დრონით შეუტიეს, რომლებიც უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს.
ლისაკის თქმით, ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მანქანას დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
"ღამით მტერი თავს დაესხა რეგიონს. 6 დრონი ჩამოაგდეს დამცველებმა. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევები ავტომაგისტრალზე მოძრავ მანქანას დაეცა, სამწუხაროდ, ორი მამაკაცი დაიღუპა“,- ამბობს ლისაკი.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი, კრივოი როგის რეგიონში კერძო საწარმოს მოხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,