21:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 19:17:54, 1384 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისია - სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე ომის დანაშაულია, რუსეთი პასუხს აგებს

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი, პიტერ სტანო რუსეთის მხრიდან ქალაქ ლვოვზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

როგორც სტანო აღნიშნავს, რუსეთი განზრახ უმიზნებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას, რაც ომის დანაშაულია და დასძენს, რომ მომხდარის გამო რუსეთი პასუხს აგებს.

„ლვოვზე რუსეთის თავდასხმა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პუტინი განზრახ უმიზნებს უკრაინელ ხალხს. მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. რუსეთი პასუხს აგებს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics