00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 17:03:31, 780 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას

სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.

კალაძის თქმით, საქართველოში იმყოფებოდა სანქციების საკითხების შემსწავლელი ტექნიკური ჯგუფი, რომლის დასკვნა აბათილებს სანქციებთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

„ერთი, რაც  ცხადია - ძალიან დიდი მოწოდებები და ზეწოლა იყო მეორე ფრონტთან და  სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ ზეწოლისა, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, თუ რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს,  ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. სანქციების მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვერ ვუზამთ, პირიქით - დავაზიანებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ეკონომიკას. რატომ უნდა გავაკეთოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვტილება, რომელიც ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება. რაც შეეხება განცხადებებს, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამის დამადასტურებელი ვერანაირი ფაქტი, ვერანაირი კონკრეტიკა და მაგალითი  ვერ იყო მოყვანილი. ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო და სანქციებზე მუშაობს, მადლობა გამოუცხადა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა თვალსაზრისით, გინდ ეკონომიკურად, გინდ პიარულად და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics