|
2023-07-04 23:32:14, 856 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - დღეს მსჯავრდებულებს შეუძლიათ ციხეში დამზადებული ნივთების გაყიდვა, სწავლა ციფრული უნივერსიტეტის საშუალებით და იუსტიციის სახლების სერვისების მიღება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისათვის შექმნილი პირობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასჯელის მოხდას არავითარი კავშირი არ აქვს შურისძიებასთან. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ერთ წელზე მეტია, იმყოფება კლინიკაში და შექმნილი აქვს ყველა პირობა: „ადამიანი ერთი წელი და ცოტა მეტი იმყოფება კლინიკაში, როდესაც ეს სჭირდება, შექმნილი აქვს ყველა პირობა, ეს თუ არის შურისძიება, ეს არის წარმოუდგენელი". „სასჯელის აღსრულება არ არის შურისძიება; შურისძიება იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანები იხდიან სასჯელს, შეუძლიათ, ციხეში დამზადებული პროდუქცია გაყიდონ, შეგიძლიათ თქვენც, თუნდაც ონლაინ შეიძინოთ „რე-მარკეტის" ვებგვერდზე, ასევე მათ შეუძლიათ, „ციფრული უნივერსიტეტის" საშუალებით ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტებში, სულ რამდენიმე დღის წინ კი გავხსენით იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებებში და სახელმწიფოს მომსახურებას იღებენ პატიმრები ადგილზე, საპატიმრო დაწესებულებიდან გაუსვლელად, წარმომადგენლის მეშვეობით. მათ შორის რესოციალიზაციის საკითხებზე ვატარებთ მსოფლიო კონგრესს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)