01:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 17:25:59, 671 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - უკრაინა სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას არავის მისცემს - ის უკრაინაში უნდა წავიდეს

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც გვარამია კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გვარამიას თქმით, "არცერთი თავმოყვარე ქვეყანა, ამ შემთხვევაში კი უკრაინა არავის არ მისცემს შესაძლებლობას, რომ მის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს ასე მოეპყრონ".

მანვე დასძინა, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში, ხოლო შემდეგ რას მოიმოქმედებს "საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს არის მისი საქმე".

"უკრაინა არ მისცემს არავის სააკაშვილთან ასე მოპყრობის შესაძლებლობას, ყველამ უნდა ვიფიქროთ  უკრაინასთან ჩვენს მომავალ გეგმებზე, მათ შორის იმ გეგმებზე, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს.

[ზელენსკის განცხადებას ელჩთან დაკავშირებით ] ამას გაგრძელება ექნება. ცხადია, ეს დასაწყისია ყველაზე რთული ეტაპის. თქვენ იცით, რომ ელჩის ქვეყნიდან გაშვება არის დასაწყისი მძიმე ეტაპის დიპოლმატიურ ურთიერთობებში. ჩვენ, სულ მცირე, უნდა გვეყოს გონიერება და სულ მცირე, პრაგმატული ხედვა იმისა, თუ რა გველოდება წინ და კარგი ჩვენ არაფერი არ გველოდება, რუსეთს ელოდება ძალიან ცუდი რაღაცები და თუ ჩვენ გვინდა, რომ მათ საფლავში ჩავყვეთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ არ გვაინტერესებს სახელმწიფო.

მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს უკრაინაში. საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით. ის რას გააკეთებს. ეს არის მისი საქმე", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. 

აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს.

განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics