02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 13:52:32, 576 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და დამტკიცა.

„შემდეგი პრიორიტეტი ეს არის სასამართლო სისტემის საკითხები. პარლამენტმა შეიმუშავა და დაამტკიცა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იურიდიული კომიტეტი მუშაობდა ამ საკითხზე. ჩვენ ვთხოვეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას თავის დროზე, საკუთარი დოკუმენტი წარმოედგინა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩართულობა ამ პროცესში მათი მხრიდან იყო საკმაოდ სუსტი, ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მათგანს წარმოედგინათ საკუთარი სტრატეგია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ერთადერთი იყო თუ სწორად მახსოვს პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი. საბოლოო ჯამში დაახლოებით, ას გვერდიანია ის დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავა იურიდულმა კომიტეტმა, სადაც დეტალურად არის შეფასებული თითოეული მიმართულება, რაც დაკავშირებულია სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან. რაც შეეხება ორგანულ კანონში ცვლილებებს, აქ მრავალი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები, დაიხვეწა დამატებით უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურა, ასევე იგივე სტანდარტით დადგინდა, პირველი და მეორე ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, ესეც იყო, ვენეციის რეკომენდაციის ერთ -ერთი რეკომენდაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო აქტების გასაჯაროების კუთხით, საჯარო ინფორმაციის სტანდარტით გასაჯაროების კუთხით, ასევე დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების, წევრობის კანდიდატების გაზრდილი ანგარიშვალდებულების წესი და ასევე შემოღებული იქნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებისთვის ეფექტიანი გასაჩივრების წესი, რაც ასევე ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.

„განახლდა რეგულაციები ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რაც უკავშირდება მოსამართლეთა მივლინებას, გადაყვანას, ასევე მოსამართლეთა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ასევე მოწესრიგდა რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეთა მიმართ. აქაც არის არაერთი ფუნდამენტური ცვლილება განხორციელებული რაც უკავშირდება სასამართლო სისტემას.

ასევე მოგეხსენებათ, პირველი მოსმენით იქნა მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დაკავშირებულია გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან, დროებით წესთან, რომელზეც შედგა საბოლო ჯამში კონსესუსი მიუხედავად იმისა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის საბოლოო ჯამში მაინცდამაინც საინტერესო  და ხშირ შემთხვევაში მისაღები ის ნორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს ევროკომისიასთან იმისათვის, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ჩვენ ავირჩიეთ სამი წევრი. საკმაოდ რთული პროცესი იყო, ორი წევრი კვლავაც ასარჩევია, ვნახოთ როგორ წარიმართება სამომავალოდ ეს პროცესი, მაგრამ მთლიანად სასამართლოს ნაწილშიც განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები“,- განაცხადა კობახიძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics