03:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-02 11:33:57, 948 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ჰომოფობიურ პროპაგანდას მიუღებელი უწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა,  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ჰომოფობიურ განცხადებებზე.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს „მიუღებელია“ და რომ მსგავსი რიტორიკა ქვეყნის ევროინტეგრაციის გამოწვევაა,

„მე უკვე ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი გამოწვევა უფრო რიტორიკაა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები. ეს რიტორიკა წარმოუდგენელია – ყველაფერს ამძიმებს. ეს მაშინვე ეხმიანება ევროკავშირს, რადგან დღეს მათი ყურადღება ჩვენზეა მოქცეული - ქართულად რომც იყოს ნათქვამი, მათ ყველაფერი კარგად ესმით.

რიტორიკა უნდა შეიცვალოს, რადგან ეს მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც არა მხოლოდ პრეტენზია აქვს, არამედ ევროპული წარსულიც. და რომლის ყველა თაობა გამომდინარეობდა იქიდან, რომ ევროპული ღირებულებები ჩვენი ღირებულებები იყო. რაც შეეხება ლგბტებს, ჩვენ გვაქვს - კინტო“, - განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრისას.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლებაში მყოფი პარტია მიიღებს კანონს ლგბტქ+ პროპაგანდის რეგულირების შესახებ, ის მზადაა მას ვეტო დაადოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics