03:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 18:37:55, 1036 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთთან რაღაც გაუგებარ დათმობის პოლიტიკას ვიწყებთ, რაც არ მესმის

რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთთან არა სტრატეგიულ მოთმინებას, არამედ დათმობის პოლიტიკას ატარებს, რაც მისთვის გაუგებარია.

"რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს. იმიტომ, რომ გადაგაგდებს...მთავარი ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, რომ მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი, ვთქვათ, ირღვევა და გრძნობს, რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა. არა მაინც და მაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ რაღაც თავისი ფორმებით. ამიტომ, მუდამ საჭირო არის, რომ ჩვენ  ჩვენ ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში და უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის. არაკონფრონტაცია მესმის. სიფრთხილე მესმის. დათმობა არ მესმის", - განაცხადა პრეზიდენტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics