03:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 18:13:54, 1118 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, ეს არის პირველი ნიშანი შიშისა და სისუსტის

ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა იქნება ეს მძაფრი, გაუმართლებელი თუ უხეში და აღნიშნავს, რომ ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშისა და სისუსტის.

"ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და მინდა, გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, ტოლერანტობის თავის უძველესი ტრადიცია და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და ამაში ვერავინ, ვერანაირ ეჭვს ვერ შეიტანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს, არ შეიძლება ერთიმეორეს აუტანლობა, არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება, ან გატარება, ამიტომ გაატარე თუ ვერ მოისმენ. ეს არის გამოწვევა ჩვენი ქართველობის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ, ბევრს მოაქვს თავი, რომ კულტურას წარმოადგენენ. კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა, ამით მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ეს ზრდილობა, თუნდაც ზოგჯერ მტერთან როცა იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალა. ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics