|
2023-06-30 22:15:31, 920 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე „ოცნებას“ - ჩვენი შვილებისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, საკუთარისთვის - უმაღლესი განათლება აშშ-ში
თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში, - ასე გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ იმ განცხადებებს, სადაც საუბარი პროპაგანდას შეეხებოდა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოჯახის ფასეულობები და ღირებულებები თანასწორობა და ჩაგრულის დაცვაა. “მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებსა და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. და პროპაგანდა, ნებისმიერი სახით, არის ბოროტება. და რასაც თქვენ დღეს აქ აკეთებდით, ეს არის პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის და ჩვენ გეკითხებით სად, უნდა დაასახლოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი, არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით საფრანგეთში და თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, რადგანაც ძალიან კარგად იცით, რომ უმაღლესი ხარისხის განათლებას მიიღებს. რასაც პოლიტიკაში ვსაუბრობთ და მაღალი ტრიბუნიდან, ისევე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა, თანასწორობის, ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი”, - განაცხადა სამნიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)