04:49 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 17:54:00, 1014 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არ მაინტერესებს არავის თმის ფერი და ორიენტაცია - ვინც ხელს აღმართავს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი

არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაა.

„არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ.

გამოვიდა პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა კაცი, ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს, ვინ არის. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო და მსგავს რამეს არავის ვაპატიებთ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან. რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანენ და ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს.

აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, რომ სატანისტები ეძახე ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რამ და ამაზე პასუხისმგებელი ვარ. დავაკვირდით და ვნახეთ, რომ გაურკვეველი ფორმები ეცვათ და ჩვენვე დავინტერესდით ვინ იყვნენ ეს ადამიანები, თურმე არსებობს ე.წ. სექტები და ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები დავარქვათ ასე მაინცდამაინც მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდაც შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. ეს ჯგუფიც დიდი ალბათობით არიან შეცდენილები - გამოიყენეს და ჩარჩნენ ციხეში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics