|
2023-06-30 13:57:14, 950 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ღარიბაშვილს - დღეს საპარლამენტო ტრიბუნაზე თქვენი სახით ქვეყნის მოღალატე დგას [ვიდეო]
დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბ-ნო ირაკლი დგას ქვეყნის მოღალატე, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის მეთაურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებს. "ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ინტერესი დღეს ევროპული ინტერესია. ქვეყნის ღალატია ის, რომ პირდად თქვენ ომს ნატოს აბრალებთ და ახლა უკვე ჩვენ; ქვვეყნის ღალატია ჩვენი ეკონომიკის ტერორისტ რუსეთზე ჩამოკიდება; ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება; ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების დაშვება; ქვვეყნის ღალატია მალული მოლაპარაკების გზით საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა; ქვეყნის ღალატია "რუსული კანონის" მიღების მცდელობა; ქვეყნის ღალატია "მეორე ფრონტის" მითის მოგონება; ქვეყნის ღალატია ევრორეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა; ქვეყნის ღალატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყველგან და ყოველთვის ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და ეშინია დღესაც... სიმართლის გეშინიათ და ამიტომ გეშინიათაც ხალხისაც. გეშინიათ ახლგაზრდების, თავად მონურ მორჩილებაში გეშინიათ მათი თავისუფლების, ბ-ნო ირაკლი; თავად რუსული საქმის მკეთებელს გეშინიათ მათი ევროპულობის; გეშინიათ მათი სიტყვების და მათი უსიტყვობის და მზად ხართ, თეთრი ფურცლის გამო დააპატიმროთ... ყველგან და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ თქვენ და თქვენი ბანდიტოკრატიული მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დამარცხდებით",- მიმართა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)