|
2023-06-29 16:28:43, 1327 ნახვა
მსოფლიო
Financial Times - სერგეი სუროვიკინი დააკავეს
Financial Times-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილე გენერალი სერგეი სუროვიკინი დაკავებულია. FT-ის ცნობით, უცნობია, სუროვიკინს ბრალად ედება კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყებაში მონაწლეობა თუ დაკითხვის მიზნითაა დაკავებული. სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით The Moscow Times-მაც გაავრცელა. გარდა ამისა, უკრაინული მედია იტყობინება, რომ გენერლის დაკავების შესახებ თავდაპირველად ბლოგერმა, ვოლოდიმირ რომანოვმა Telegram-ზე დაწერა. "რომანოვის განცხადებით, სუროვიკინი 25 ივნისს, პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ დააკავეს. ბლოგერის მტკიცებით, რუსი გენერალი "ლეფორტოვოს" წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება",- წერს უკრაინული მედია. ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების მეთაურის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)