2023-06-29 09:15:02, 1373 ნახვა
ომი უკრაინაში
კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა [ვიდეო]
დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მიერ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია, ხოლო 65 ადამიანი დაშავდა.
„29 ივნისს, დილით, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი ამოიღეს, ჯამში დაიღუპა 12 ადამიანი (მათ შორის 3 ბავშვი), დაშავდა 65 (მათ შორის ერთი ბავშვი) და 11 ადამიანის გადაარჩენა მოხერხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში გუშინ, 28 ივნისს მიიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,