|
2023-06-28 16:25:54, 892 ნახვა
საზოგადოება
მაია ბითაძე - ცვლილებების მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის გარეშე ყოლა
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება და წერს, რომ ცვლილებების მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი, სადაც მეპატრონეს შესაძლებლობა ექნება ძაღლი საბელის ან ალიკაპის გარეშე ყავდეს. როგორც მაია ბითაძე განმარტავს, ძალაში რჩება საბელის ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთის გამოყენება. ,,საქართველოს პარლამენტმა, სამი მოსმენით, მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა. ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის, ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე კი, პასუხისმგებლობა მკაცრდება. ხაზგასასმელია ფაქტი, რომ ძალაში რჩება საბელის, ან ალიკაპის გამოყენება, რომელიც კანონის ადრე მოქმედი რედაქციითაც იყო სავალდებულო. მეპატრონემ, სურვილისამებრ, უნდა აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი - ან საბელი, ან ალიკაპი. მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში, ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების, ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა). ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ, ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა,’’ - წერს მაია ბითაძე.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)