|
2023-06-28 15:07:55, 885 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?!
ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია ქვეყენაში რადიკალიზმს აღვივებს. „ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ესაა ჩვენი სუბიექტური ინტერესი, მარტო ობიექტური კი არა, სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გვინდა, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდობიანად ვმართოთ ეს ქვეყანა. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის, ბუნებრივია, ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ეს არის მათი ინტერესი, ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან პუტინისტს, ხან ათას უბედურებას, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, ვინც 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. პასუხი სჭირდება ამ ხალხს, ბუნებრივია. ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და პასუხი არ გავცე?! ამას მეუბნებით?! კონკრეტულმა ელჩმა ამ ადამიანებს უთხრა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)