07:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 13:20:44, 779 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვინც იძალადა ჯაფარიძეზე, მშვილდაძეზე, ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა მათ დააჯერეს, რომ ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია

ვინც იძალადა ზურაბ ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, საქართველოში მოძალადეები "კოლექტიური ნაცმოძრაობა" NGO-ები და მათი "უცხოელი პატრონები" არიან.

"ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, თვეების და წლების განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა ერთ-ერთი დეპუტატი, მას თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამხალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო, რა თქმა უნდა, ამ ძალადობის წახალისება. ასევე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, გმირად გამოაცხადეს იგივე ადამიანებმა, აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო როგორც გამოხატვის თავისუფლება. არა მარტო ძალადობიის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს. ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა ზურაბ ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი... ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან და ძალადობის წაქეზებისგან. პირველ რიგში, მოძალადეები საქართველოში არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისი NGO-ებით და მათი უცხოელი პატრონებით",- ამბობს ირაკლი კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics