07:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 17:28:36, 807 ნახვა

პოლიტიკა
ბითაძე ოპოზიციას - მიზანმიმართულად ქმნით ფონს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

90-იან წლებში იყო ასეთი ტერმინი -„ მდედრიონი“. ეს იყო  ეგზალტირებულ ქალთა  გაერთიანება, რომელთა წვლილი თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებაში ძალიან დიდი იყო. ჩვენს  კოლეგებს არ ახსოვთ ეტყობა, ისტორია და ის ბოღმა, ღვარძლი,  სიბოროტე, რასაც ზოგიერთი ქალბატონი დეპუტატი სხდომათა დარბაზში აფრქვევდა, დღეს, პირდაპირ ხელს აძლევს რუსეთს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი შიდა დაპირისპირება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები რუსულ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

 „ისინი უკვე ამას აღარ მალავენ, სანქციების მოთხოვნაზე საუბრობენ. ქალს, ზოგადად, აქვს დედის ინსტიქტი და  მშვიდობა სურს, მაგრამ  ჩვენს ოპოზიციონერ  ქალბატონებს  ეს ინსტიქტი, როგორც ჩანს, გამქრალი აქვთ და ვაგნერელებადაც კი იქცნენ - მათ მხარდამჭერებად“,- აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისი თქმით,  დეპოლარიზაცია არ ნიშნავს, რომ  თუ ერთი მხარე იცრუებს, ქვეყანას ავნებს,  მეორე მხარემ პასუხი არ უნდა  გასცეს. 

„ვიცოდი, რომ ჩვენმა ოპოზიციონერებმა ინგლისური იცოდნენ.  ისიც ვიცოდი, რომ მათი ტელევიზიების ზოგიერთმა თარჯიმანმა ინგლისური არ იცის, მაგრამ დღეს აქ ისეთი ტყუილი მოვისმინეთ სტოკჰოლმში გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებით,  რომ არ შემიძლია, არ გამოვყო. იქ ითქვა, რომ 3  რეკომენდაცია 12-დან არის სრულად შესრულებული, 8- ზე ითქვა, რომ არის პროგრესი“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ქმნიან ფონს, რომ ქვეყანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics